მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმებმა და კლინიკა ვივა მედის სამედიცინო დირექტორმა მედიასთან ვრცლად ისაუბრებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ისინი ადასტურებენ რომ ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი დიაგნოზი კახექსიაა, ბოლო მონაცემებით სააკაშვილი 67-დ კილოგრამს იწონის. ამასთან, უჭირს გადაადგილება, ძირითად დროს საწოლში ატარებს და საერთოდ მდგომარეობა გართულებულია. პარალელურად, ექიმთა მტკიცებით, ამის მიზეზი კვებაზე უარის თქმაა. სააკაშვილი ყოველდღიურად განკუთვნილ რაციონს იღებს. ექიმთა განმარტებით, თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება სააკაშვილი რეანიმაციაში იქნება გადასაყანი.