„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ ჩამოყალიბებული მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც დღემდე საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან, 14 თებერვალს განაცხადეს, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავეს. ავტორებმა საკანონმდებლო წინადადების მიღების აუცილებლობა, უცხოური გავლენის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით ახსნეს.
უფრო კონკრეტულად კი, ,,უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან: ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 %-ზე მეტი ,,უცხოური ძალაა". ასევე ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 %-ზე მეტი უცხოური ძალაა" ( არ იგულისხმება რეკლამა). ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემთხვევაშიც, შემოსავლის ასევე 20%-ზე მეტი ,,უცხოური ძალაა". თუმცა, კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებები არ შეზღუდავს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
კანონპროექტის დასამტკიცებლად, პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო. ამ პროცესს სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ქვეყანას არა ევროპასთან, არამედ რუსეთთან აახლოებს, ამიტომ მხარს ვერ დაუჭერს. პრეზიდენტის ადმინისტარციის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე სწორედ მაშინ დარეგისტრირდა, როდესაც „ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული!“.
„ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს“- ამბობს პრეზიდენტი.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმრები არიან "ჯეო ქეისის" წარმომადგენელი გურამ ნიკოლაშვილი ექსპერტი გია აბაშიძე