პირველ-ოთხ თებერვალს ბანკოკში მე 6-ე მსოფლიო კონგრესი გაიმართა, რომელიც ორი და მეტი შეწყვეტილი ორსულობის მკურნალობას მიეძღვნა. ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი არსენ გვენეტაძე კონგრესზე ორი ლექციით წარსდგა და მსოფლიო ექსპერტებს კლინიკის გუნდის შედეგები გააცნო.
2016 წლიდან დღემდე ყოველი ასი დაორსულებული პაციენტიდან ოთხმოაცდაათზე მეტი - 92 პროცენტზე მეტი ცოცხალი ახალშობილის დაბადებით გაბედნიერდა! ეს ის პაციენტებია რომლებსაც ორი, სამი, ექვსი და თერთმეტი შეწყვეტილი ორსულობაც კი ჰქონდათ ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკაში მისვლამდე.