იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ ჯიღაურაში "საქმიანი ეზო" მოეწყო - Palitra News

იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფელ ჯიღაურაში "საქმიანი ეზო" მოეწყო

2023-02-22 12:15:13+04:00

იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „საქმიანი ეზო“ იაპონიის ელჩ იმამურა აკირასთან და UNDP მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან ერთად გახსნა.