ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 40 წლის ქართველი მამაკაცი ანტვერპენის ოლქში მდებარე დაკავების ცენტრში იმყოფებოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი თავშესაფრის მიღებას და საფრანგეთში დაბრუნებას ცდილობდა, სადაც ოჯახი ჰყავს, თუმცა საფრანგეთის შესაბამისი უწყებები ამის უფლებას არ აძლევდნენ. მამაკაცი პროტესტის ნიშნად ბოლო 3 კვირის განმავლობაში შიმშილობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე შემოწმდა და მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე არაფერი მიანიშნებდა.