წყალდიდობა ბრაზილიაში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა - Palitra News

წყალდიდობა ბრაზილიაში - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა

2023-02-22 10:56:56+04:00

ბრაზილიაში წყალდიდობის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ძლიერმა ნალექმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქებში მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. თითქმის 2 500 ადამიანი სტიქიის შედეგად უსახლკაროდაა დარჩენილი.