საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს. 26 წლის მარცხენა მცველი პოლონეთის ზაგლებიე ლუბინიდან ბათუმში იჯარის წესით გადავიდა. გურამი რამდენიმე დღეში სამედიცინო შემოქმებას გაივლის და გუნთან ხელშეკრულებას გააფორმებს.
გიორბელიძე პოლონეთში გადასვლამდე ავსტრიული ვოლსბერგერში თამაშობდა, საიდანაც იჯარით გერმანულ დინამო დრეჟდენში მოხვდა, მანამდე ეროვნულ ლიგაში გორის დილას შემადგენლობაში გამოდიოდა, კარიერა კი ბოლნისის სიონში დაიწყო. გურამის ანგარიშზე პოლონეთის ჩემპიონატში 15 ჩატარებული შეხვედრა და 1 საგოლე გადაცემაა, მარცხენმა მცველმა ნაკრების მაისურით 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ასევე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა 26 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, ის თბილისურ კლუბს უნგრული ფერენცვაროშიდან იჯარის წესით შემოურთდა. ამ ეტაპზე კლუბებს შორის შეთანხმება 6 თვის ვადით გაფორმდა.სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ფერენცვაროშში, შვედურ გიოტებორგში და თბილისის საბურთალოში ასპარეზობდა.გიორგი ხარაიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ერთი გოლია. მას ასევე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უასპარეზია. გიორგი უკვე გუნდთან ერთად ემზადება ეროვნული ლიგის პირველი შეხვედრისათვის