ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასული სეზონის ფინალის გამეორება შედგა, მადრიდის რეალი ენფილდზე ლივერპულს ესტუმრა და შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით 5:2 დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი უხვგოლიანი აღმოჩნდა, მე-4 წუთზე მოჰამედ სალაჰის გადაცემის შემდეგ ეფექტური დარტყმით დარვინ ნუნიერესმა ანგარიში გახსნა. მალევე სალაჰს სხვაობის გაზრდა ორამდე შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, მე14 წუთზე ეგვიპტელმა თავისი გოლი მაინც შეაგდო, მო-მ კურტუას შეცდომით ისარგებლა და ლივერპულელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ უპირატესობა მადრიდელების მხარეს გადავიდა. ვინისიუს ჟურნიორმა 21-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და შორეულ კუთხეში გაიტანა, 15 წუთში კი ალისონმა დაუშვა შეცდომა, ბრაზილელი მეკარე ბურთის მოგერიებას ცდილობდა, რა დროსაც ბურთი თანამემამულე ვინისიუს მოარტყა და ბურთი კარებში შეგორდა. მეორე ტაიმში კარლო ანჩელოტის გუნდმა უპირატესობა მეტად განიმტკიცა. 47-ე წუთზე მოდრიჩის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ ედერ მილიტაომ თავური დარტყმით რეალი წინ გაიყვანა, ამას მალევე მოჰყვა მადრიდელების სწრაფი კონტრშეტევა, რომელიც კარიმ ბენზემამ გოლად აქცია, 67-ე წუთზე კი ოქროს ბურთის მფლობელმა ფრანგმა ფორვარდმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ლუკა მოდრიჩმა საკუთარ ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და მთელი მოედანი გაირბინა, რის შემდეგაც პასი ვინისიუს გადააწოდა, ახალგაზრდა ბრაზილიელმა საჯარიმოს მისადგომებთან ბენზემა მონახა, რომელმაც ელეგანტური მოძრაობით ლივერპულის ფეხბურთელები გააბრუა და გოლი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა რეალის გამარჯვებით 5:2 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას ეს გუნდები 15 მარტს მადრიდში გამართავენ.
დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი 1/8 ფინალური შეხვედრა გაიმართება მილანის ინტერი პორტოს უმასპინძლებს, მანჩესტერ სიტი კი გერმანიაში ლაიფციგს ეწვევა.