ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი სასტარტო შემადგნელობაში იყო და მინდორზე 84 წუთი გაატარა, ის თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
შეხვედრის სტარტზე უპირატესობა გერმანელებმა მოიპოვეს, მასპინძელებს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ მერეტის კარის აღება ვერ მოახერხეს. ნაპოლიმ ტაიმის შუაში ბურთზე კონტროლი მოიპოვა, კარისკენ პირველი ზუსტი დარტყმა ხვიჩას ანგარიშზეა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოს გარეთ გამოვარდა კვარას დარტყმულს კი ტრაპმა აჯობა. 36-ე წუთზე ქართველ შემტევს თერთმეტმეტრიანიდან ანგარიშის გახსნის საშულებაც ჰქონდა, მაგრამ გერმანიის ნაკრების მეკარემ ამ შემთხვევაშიც დამაჯერებლად ითამაშა.
საბოლოოდ ანგარიში ლოზანოს გადაცემის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა გახსნა. მეორე ტაიმი ნაპოლიმ კარგად დაიწყო და ძირითად დროს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ატარებდა, მალევე აინტრახტი მინდორზე 10 კაცით დარჩა ანგისას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მოედნიდან კოლო მუანი გააძევეს, რამაც ნაპოლის მეტი სივრცეები გაუხსნა. შეხვედრის 65-ე წუთზე კვარამ ბურთი კარგად წაიყო და ზამბო ანგისასთან გათამაშების შემდეგ ქუსლით დი ლორენცოს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა, იტალიელ მარჯვენა მცველს კი გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ნაპოლის მატჩის მიწურულსაც ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, მაგრამ სხვაობა ვეღარ გაზარდა და საბოლოოდ შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა. შემდეგ შეხვედრას ეს გუნდები ნეაპოლში, სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე 15 მარტს გამართავენ.