რამდენიმე დღეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაწმენდას ახორციელებს .ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თოვლის საფარისაგან იწმინდება როგორც ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები.
დიდთოვლობამ რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესების განვითარება გამოიწვია.
მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.