უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 12 დაჭრილის შესახებ. იქამდე, ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე პროკუდინმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა. უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონი რუსული ძალებისგან გასული წლის ნოებერში გაათავისუფლეს. გაერო-ს ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 19 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა.