თბილისის საკრებულოს სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - 140-ი მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თბილისში არსებული წყალმომარაგების მხრივ არსებული პრობლემები თბილისის საკრებულოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ონიანის მიერ პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების მიზეზი გახდა. რაც შეეხება ბიუჯეტის გაზრდას, პოლიტიკურ სპექტრში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტს დეტალური და ზუსტი დაგეგმვა სჭირდება და ის თბილისის მაცხოვრებლების საჭიროებებს უნდა მოერგოს.