ნიკა გვარამიას "თავისუფლების მოძრაობის" წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს, სადაც ისინი ნიკა გვარამიას პატიმრობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. მოძრაობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ შეხვედრაზე უარს არ ეტყვის. გედევან ფოფხაძის განცხადებით, თავად სურს პრეზიდენტს გააცნოს არგუმენტები, რომლებიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი უკანონოა და ქვეყანას დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს