გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 19 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა.
ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა რიცხვი 7 199-ია, დაშავებულების კი - 11 756. ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის იანვარში უკრაინაში 697 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა. ძალადობის ფაქტები, ძირითადად, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ხდებოდა.