Med Art Group-ის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" სამედიცინო კლინიკებისა და მედპერსონალის მასშტაბური დაჯილდოება - „Medical Care Award“ გაიმართა. რჩეული კლინიკებისა და მედპერსონალის მხარდაჭერა საზოგადოების წარმომადგენლებს “მედ არტ გრუპის” ვებ გვერდზე შეეძლო, სადაც 30-ზე მეტი ნომინაცია განთავსდა. სოციალურ ქსელებში კი გამოკითხისათვის საჭირო პოსტები გავრცელდა, ხმის მიცემისათვის საჭირო ბმულებთან ერთად.
წარმოდგენილ ნომინაციებში იმ სამედიცინო დაწესებულებებმა და ექიმებმა გაიმარჯვეს, რომელთაც ინტერნეტ სივრცეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
სამედიცინო კლინიკებისა და მედპერსონალის მასშტაბურ დაჯილდოებაზე Medical Care Award პალიტრა ჰოლდინგი ერთგული მედია მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა.