კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების თვალსაზრისით, გასული 2022 წელი, „ლიბერთი ბანკისთვის“ მართლაც გამორჩეული და ნაყოფიერი იყო. ბანკის მიერ დაგეგმილმა და განხორციელებულმა პროექტებმა თითქმის ყველა სფერო მოიცვა, განათლებით დაწყებული და ახალგაზრდებში მეწამეობის წახალისებით დამთავრებული. ჯამში "ლიბერთის" საგანამანათლებლო პროგრამებით 1200-ზე მეტი ადამიანის გადამზადება მოხდა, რომელთაგან 55% ქალია.
ბანკის მიერ განხორციელებული საგანამანათლებლო პროექტების დახამრებით ადამიანებმა შეძლეს იმ საჭირო ცოდნის, უნარებისა და ინფორმაციის მიღება, რომელიც მათ წარმატებაში ან უკვე დაეხმარათ, ან სამომავლოდ დაეხმარებათ.
თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ლიბერთის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ (ტაპი) ზაქარიაძე