რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა - ექსპორტი 105.7%-ით, იმპორტი კი 104.5%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე წლის იანვრის მონაცემები. რუსეთი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, იანვარში რუსეთში 87 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2022 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43 დოლარი იყო.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 1-ელ თვეში რუსეთიდან საქართველოში 175 მილიონი დოლარის იმპორტი შემოვიდა, მაშინ როცა 1 წლის წინანდელი მაჩვენებელი 86 მილიონ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთში ექსპორტზე გატანილ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები $45.3 მლნ; ღვინოები - $11 მლნ, მსუბუქი ავტომობილები - $7 მილიონი.
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციას, პირველ ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მეორე პოზიციას ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშურწყალბადები იკავებს, მესამეზე კი ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის პური.