მასობრივი საპროტესტო აქციის ფონზე ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 120-ადგილიანი ქნესეთის 63-მა კანდიდატმა დაუჭირა მხარი, 47 კი წინააღმდეგი იყო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებების შემცირებას ითვალისწინებს.
ისრაელის პარლამენტში რეფორმის პროექტის განხილვის პარალელურად, იერუსალიმში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.