ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩინ განგის განცხადებით, პეკინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტით ღრმად შეშფოთებულია, რადგან ის თანდათან მწვავდება და კონტროლიდანაც კი გამოდის. მან ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დამატება და ბრალდების ჩინეთზე გადატანა.
მინისტრის თქმით, ოფიციალური პეკინი საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ხელშეწყობისთვისიმუშავებს, რათა მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კრიზისი დასრულდეს.