თურქეთში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა - Palitra News

თურქეთში გუშინდელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

2023-02-21 10:46:08+04:00

თურქეთში გუშინ მონხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ჰათაის პროვინციაში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 294 დაშავდა. თურქეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ ღამის საათებში მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაში, ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, ისრაელსა და კვიპროსზე.