2018 წელს ცნობილი გახდა, რომ Disney+-მა გახმაურებული ანიმაციის, Lilo & Stitch-ის მიხედვით სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებაზე დაიწყო მუშაობა. ცოტა ხნის წინ კი, ზაკ გალიფიანაკისმა Lilo & Stitch-ში მონაწილეობის შესახებ Disney+-თან კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია, ვის როლში ვიხილავთ ზაკს, თუმცა Disney+ ლილოსა და მისი უფროსი დის როლისთვის მსახიობებს ისევ აქტიურად ეძებს.
შეგახსენებთ, რომ Lilo & Stitch 2002 წელს გამოსული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმაციაა, რომელიც ჰავაიში მცხოვრები გოგოსა და კოსმოსიდან შემთხვევით შემოჭრილი უცხოპლანეტელი სტიჩის მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს: ლილოს სტიჩის წარმომავლობის შესახებ თავდაპირველად წარმოდგენა არ აქვს, ის "უშნო ძაღლი" ჰგონია და მის მოშინაურებას გადაწყვეტს. სწორედ აქედან იწყება მათი საოცრად საინტერესო, დაძაბული და საფრთხით სავსე თავგადასავალი
ზაკ გალიფიანაკიმ სახელიThe Hangover-ის ფილმებში შესრულებული როლით გაითქვა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფილმებში Due Date, The Campaign და Puss in Boots. Between Two Ferns-სთვის კი ზაკ გალიფიანაკიმ ემის ორი ჯილდო მოიპოვა.
Disney+-ის მომავალი ფილმის სცენარის შესახებ ზუსტი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ის ძირითადად სწორედ ანიმაციის სიუჟეტურ ხაზს გაჰყვება. აღსანიშნავია, რომ Lilo & Stitch-ს შერეული ტექნოლოგიით გადაიღებენ: ის ნაწილობრივ მხატვრული ფილმის ელემენტებს შეიცავს, ნაწილობრივ კი კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ვიზუალებით იქნება გაჯერებული.