უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში, მნიშვნელოვანი მოვლენებია დაგეგმილი.
„ამ კვირაში ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება ჩვენს სხვა პარტნიორებთან ურთიერთობაში როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. სრულმასშტაბიანი ომის წელი, ჩვენი დაუმარცხებლობის წელი, რომელიც იყო პასუხი კრემლის ილუზიაზე „სამი დღე კიევამდე“ ერთი წელი! და ჩვენ ვაწყობთ ჭეშმარიტად უკრაინულ გლობალურ კვირას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, მოულოდნელი ვიზიტით, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და ასევე სისტემებს საჰაერო სივრცის გასაკონტროლებლად.