საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს - ნახეთ, რატომ დაჯარიმდა 3 მლნ-ზე მეტი ლარით ბენზინგასამართი სადგური - Palitra News

საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს - ნახეთ, რატომ დაჯარიმდა 3 მლნ-ზე მეტი ლარით ბენზინგასამართი სადგური

2023-02-21 09:08:04+04:00

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის და დიზელის საწვავის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევების ჯარიმების ოდენობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა