"ხალხის ძალის" საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უცხოური აგენტების გამოაშკარავებას გულისხმობს, კვლავ განხილვის ერთერთი მთავარი თემაა. ხალხის ძალის ლიდერები აცხადებენ, რომ იდეა სწორედ ამერიკულ კანონმდებლობას ეფუძნება, ოპოზიციისა და ამერიკელი სენატორების განმარტებით კი, აღნიშნული პროექტის დაკანონება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ტოლფასია. ოპოზიცია ხელისუფლებას კანონპროექტის განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს.