სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას უერთდება. როგორც მათ საერთო განცხადებისას აღნიშნეს, ქართველი ახალგაზრდების ვალია, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და 24 თებერვლის აქციაზე გამარჯვებისთვის, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მივიდნენ. მათივე თქმით ოკუპანტი რუსეთი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერია.