24 თებერვალს საქართველოს დელეგაციის გარკვეული პირები უკრაინაში მიწვეულები არიან, თუმცა ქართული ოცნება ვიზიტზე უარს აცხადებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა განმარტავს რომ უკრაინის მაღალჩინოსნები საქართველოს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს კი პოლიტპატიმარს უწოდებენ, რაც მისი თქმით უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს არ ტოვებს.