მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც ასევე აქცია გამართეს. იგივე მოთხოვნით აქციები გაიმართა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში. დღეს პროტესტის ეპიცენტრი იყო ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლთან, სიმბოლურად, ჭიშკარზე თავი ხელბორკილებით დაიბეს. ექს პრეზიდენტის მხარდამჭერი აქციები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებშიც გაიმართა.