ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც ბრალდებულიც დაესწრო. აღსანიშნავია რომ პროკურატურამ „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. აღნიშნული შუამდგომლობა პროკურორმა მირანდა წერეთელმა სასამართლო პროცესზე დააყენა. ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ახალი მტკიცებულების დასაშვებობაზე, ახალი მტკიცებულების მოპოვებასთან დაკავშირებითაც იშუამდგომლა, სასამართლო პროცესი 22 თებერვალს განახლდება.