აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია. ჯო ბაიდენმა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაფართოებულ ფორმატში გამართა. ორი პრეზიდენტის საუბარი ამერიკის მხრიდან უკრაინისათვის კრიტიკული საბრძოლო ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით წარიმართა. თემაზე უფრო ვრცლად ჩემი კოლეგა ნატალია თვაური ისაუბრებს.