თბილისში მყოფი ამერიკელი სენატორები საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში უკვე შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი და შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები იყო. ამერიკელი სენატორების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია შემაჯამებელი ბრიფინგი. პოლიტიკური განხილვის საგანია გუშინ საღამოს ამერიკელი სენატორების, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ერთობრივი შეხვედრაც, რომელსაც მიწვევის მიუხედავად ქართული ოცნების მთავარი ფიგურანტები არ დასწრებიან.