"უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა - Palitra News

"უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

2023-02-20 17:19:05+04:00

პარლამენტის ბიურომ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ჯგუფის - "ხალხის ძალის" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც საქართველოს პარტნიორებისგან ფინანსდებიან "უცხოური გავლენის აგენტებად" უნდა დარეგისტრირდენენ. ბიუროს სხდომაზე საკითხის მხოლოდ პროცედურული ნაწილი განიხილებოდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილმა დარბაზთან აქცია გამართა.