საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე სასაუბროდ ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. დღესვე სენატორები ოფიციალურ შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებთან გეგმავენ.
მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა კვლავ ისმის ურთიერთბრალდებები. ხელისუფლების ოპონენტები ქართული ოცნების წევრებს ანტიდასავლური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებენ, უმრავლესობის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს თანმიმდევრულად ასრულებენ.