უძრავი ქონების ფასების ზრდის პარალელურად, თბილისსა და რეგიონებში ქირის, გირაოსა და ყიდვის ფასები თითქმის გაორმაგდა. ამასთან, უძრავი ქონების მესაკუთრეები ამბობენ, რომ ქირის ფასების ზრდასთან ერთად, გაქირავების რისკიც გაიზარდა. ხელშეკრულება პატრონს არ იცავს ბინის დაკარგვისგან.
ბინის დაქირავების მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ რამდენიმე კვირაა ათას ლარად ცდილობენ ერთოთახიანი ბინის დაქირავებას, სადმე, მეტროსთან ახლოს, მაგრამ როგორც გაირკვა, ბინის პატრონებს უცხოელი მდგმურები ურჩევნიათ, რადგან ისინი ორ-სამჯერ მეტს უხდიან.
"ბიზნეს პალიტრა" ასევე დუკავშირდა საბროკერო კომონიებს წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ ახლა ისეთი ბუმი აღარ არის, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო. ამის მიუხედავად, უძრავი ქონების პატრონები მაინც არ ჩქარობენ ქართველების შეყვანას. ერთ-ერთი საბროკერო კომპანიის წარმომადგენელმა ისიც კი გვითხრა, რომ ბინის მეპატრონეების გარკვეული ნაწილი, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის კიდევ ერთი ეტაპის გამოცხადებას ელიან და პროგნოზირებენ, რომ რუსეთში საჰაერო მიმოსვლაც აღდგება, შესაბამისად უფრო მეტი რუსი შემოვა საქართველოში და ფასებს უფრო მეტად გავზრდითო.
ამასთან, ბინაში რაიმე ტექნიკის გაფუჭების შემთხვევაში რუსები ამბობენ, რომ ნივთი თავიდანვე უხარისხო იყო და პატრონს ავალდებულებენ შეაკეთოს ან გამოცვალოს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ქირის თანხას არ იხდიან. ამ რისკების მიუხედავად, ბინის მესაკუთრეები მაინც უარს ამბობენ ქართველებზე.
მიგრანდტების გაზრდილი ნაკადის ფონზე, ბინები მოგეხსენებათ გაძვირდა. ფასების მატება მხოლოდ თბილისს არ ეხება. უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა ბათუმში, ქუთაისში, წყალტუბოში, რუსთავში, ზუგდიდში. ბინის პატრონები, ზოგი გაქირავებას ვერ რისკავს და ბინას თავის ღირებულებაზე სამჯერ მეტად ყიდის, კლიენტები, რა თქმა უნდა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან.
ბინის ძვირად გაქირავების ცდუნება და საფრთხეები რომ მრავლად არის, ეს ყველამ კარგად დავიანხეთ. პრობლემა კომპლექსურია.
როგორ უნდა დავიზღვიოთ თავი რისკებისგან და რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ბინის ქირაობის საფასურს არ იხდის? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია იურიდიული კომპანია OK&CG-ის დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი