საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. ცენტრალურმა ბანკმა უკვე დაასრულა კომპანიების მოწვევა იმისთვის, რათა ისინი ციფრული ლარის შექმნის, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში ჩაერთონ.
როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, შეხვედრა ამ პროექტით დაინეტრესებულ ასობით კომპანიასთან გაიმართა. ცენტრალური ბანკი შეიმუშავებს იმ კომპანიების მოკლე სიას, ვისთანაც განაგრძობს კონკურსის მომდევნო ეტაპზე მუშაობას. კომპანიებს დაეგზავნებათ პროექტის ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია, რათა მოამზადოთ თავიანთი შეთავაზებები.ეროვნული ბანკის მიზანია, შეიქმნას ტექნოლოგიური ფული, რომლის დაპროგრამებასაც შეძლებენ კომპანიები და შექმნიან ახალ ინოვაციურ პროდუქტებს.
რა არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რატომ დადგა დღის წესრგში მისი შესწავლა და რა სიკეთეებს მოუტანს ციფრული ლარის დანერგვა საქართველოს? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი კირეულიშვილი