ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატი ამბობს, რომ მისი მთავარი მოთხოვნა ძმის გათავისუფლებაა. სასამართლო პროცესი ზუგდიდში დღეს უნდა გაიმართოს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ესებუა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.