გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, ჩინეთი "წითელ ხაზს“ გადაკვეთს, თუ ის რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს.
”ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუკი ჩინელები ან სხვები იფიქრებენ, ან ეცდებიან უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმაში რუსებს ლეტალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ეს მიუღებელია. ეს წითელი ხაზი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის ომში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს.