"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციასთან, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს

2023-02-20 12:20:07+04:00

"ნაციონალური მოძრაობა" 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია ბათუმში და ასევე, მსოფლიოს 20 ქვეყანის დიდ ქალაქებში გაიმართება.