რაგბი | რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველო რუმინეთს თბილისში დაუპირიპირდება - Palitra News

რაგბი | რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველო რუმინეთს თბილისში დაუპირიპირდება

2023-02-20 10:18:05+04:00

გაირკვა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე – B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, პორტუგალიის ნაკრებმა რუმინეთის ნაკრებს ანგარიშით 38:20 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, 5 მარტს, ნახევარფინალში, რომელიც თბილისში გაიმართება, საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა სამიდან სამი შეხვედრა მოიგო - შინ გერმანიასთან ანგარიშით 75:12, სტუმრად ნიდერლანდებთან ანგარიშით 40:8 და ესპანეთთან ანგარიშით 41:3, რის შემდეგაც ჩვენმა გუნდმა A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რამაც „ბორჯღალოსნებს“ ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოუტანა.

ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალები 18-19 მარტს გაიმართება.