საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა ტენერიფეს შემადგენლობაში ესპანეთის თასის ფინალშიც კარგად ითამაშა, თუმცა, მისმა გუნდმა მალაგის უნიკახასთან ანგარიშით 80:83 წააგო და ტიტულის გარეშე დარჩა.
შერმადინმა მოედანზე ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი. ქართველმა ცენტრმა 32 წუთი ითამასა და 20 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.
შერმადინმა 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ვეტერანი ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31 იყო, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია.
ცნობისთვის, ტენერიფელებმა სამეფო თასის მეოთხედფინალში გრან კანარია ანგარიშით 89:73 დაამარცხეს, ნახევარფინალში ხუვენტუტის ანგარიშით 73:72 აჯობეს, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა კი ვეღარ მოახერხეს.