მაშინ, როცა ბევრი სპორტული ბრენდი ცდილობს ინკლუზიურობის გაზრდას, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი აწყდება ფიზიკურ აქტივობებთან დაკავშირებულ ბარიერებს. მაგალითად, Sport England-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, შავკანიანი ბავშვების უმეტესობას უჭირს სპორტით დაკავება — ძირითადად იმის გამო, რომ ისეთ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც საჭირო მოედნები თუ ინვენტარი არ არის. ამავდროულად, 2022 წლის კვლევის მიხედვით, მილიონზე მეტმა ბრიტანელმა გოგონამ დაკარგა ბრიტანეთის მიმართ ინტერესი, კრიტიკის შიშისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო.
ამგვარ ვითარებაში Nike ცდილობს, ყოველგვარი არაჯანსაღი ბარიერის დაძლევაში დაეხმაროს მათ, ვინც სპორტითაა გატაცებული. ბრენდის „How We Do“ სერიებზე სააგენტო We Are Pi-მ იმუშავა; პირველ ეპიზოდში კი ინფლუენსერი ნელა როუზი მონაწილეობს, რომელმაც ბოქსით დაკავება ცხოვრებაში პირველად ცადა.
გარდა ამისა, ვიდეორგოლში განსაკუთრებული სტუმარი გამოჩნდა — დინა აშერ-სმიტი, მსოფლიო ჩემპიონი სირბილში. მთელი ამ კამპანიის სლოგანი კი ასეთია: „ვალდებული არ ხარ, სპორტს მოერგო… სპორტი უნდა მოგერგოს შენ!“