"რაც უფრო მეტი დანაკარგი ექნება რუსეთს, მით უფრო მალე შევძლებთ ამ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით", - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ მიმართვას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვითარება ფრონტის ხაზზე კვლავ დაძაბული რჩება თუმცა, უკრაინული ძალები მტრის შეტევებს იგერიებენ და რუსული ძალების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ახორციელებენ.
ზელენსკის განცხადებით, შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა და რუსეთის მორიგი თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გაწევის სტრატეგიებს სახავს.