აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა. მედიის ცნობით, ის განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ვაშინგტონს შემდგომი დახმარება გაუწიოს ანკარას დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში.
როგორც მედია წერს, დღის წესრიგში იქნება შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი, რომელთა რატიფიცირებაზე თურქეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.
ორშაბათს, ანკარაში ბლინკენი შემდგომ ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს. ის შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.