თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 46 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, აქედან 41 000 თუქეთში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თურქეთის 10 პროვინციაში მიმდინარეობდა, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 8 პროვინციაში სამუშაოები დასრულებულია.
თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამაშველო ჯგუფებმა სამუშაოები ორი ყველაზე დაზარალებული პროვინციის გარდა ყველგან შეწყვიტეს.