გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე კასპის მუნიციპალიტეტის „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან ერთად გაეცნო.
ხე-ტყის ორგანიზებული დამზადების სამუშაოები , როგორც მოსახლეობისთვის სათბობი შეშის შეუფერხებლად მიწოდებას, ასევე, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. სოციალური ჭრის სრულად გაუქმება 2026 წლიდან იგეგმება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, 2023 წლის ბოლომდე კი დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.