საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლას ქართული ოპოზიცია ეხმაურება. მათი შეფასებით, ღარიბაშვილის გზავნილები კიდევ ერთი დასტურია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროპულ სტრუქტრურებს ზურგი აქცია.
ოპოზიციიის წევრები ღარიბაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურნენ, სადაც ის უკრაინის ომზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი ქმედებებით ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკას ყოველდღიურად აღრმავებს.