საქართველოში ვიზიტით ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი იმყოფებიან. ამერიკელმა სენატორებმა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთა ერთად უკვე გამართეს პირველი შეხვედრები პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორც შეხვედრის შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სენატორებთან გამართულ არაოფიციალურ მიღებაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის ის, თუ რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სენატორებთან ყურადღება ,,ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზეც გამახვილდა, რომლის მიზანიც "უცხოელი აგენტების' დადგენაა.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყება. დღესვეა დაგეგმილი ამერიკელი მაღალი რანგის სტუმრების პრესკონფერენციაც.