ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს 15 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესზე სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს და დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. დაკავებულის ადვოკატის თქმით,სხდომას ბრალდებულიც დაესწრება.
ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს. ის ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.