კურიერების პროტესტის საპასუხოდ “ვოლტის” ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ “ვოლტი” კიდევ ერთხელ აცხადებს მზაობას, შეხვდეს აქციის მონაწილეებს 15-20 ადამიანისგან დაკომპლექტებულ ჯგუფებად, რადგან კოლექტიურად შეხვედრის უფლება კანონით არ გააჩნიათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მომავალ კვირაში ჩანიშნულია რამდენიმე შეხვედრა პარტნიორ კურიერებთან და იმედოვნებენ, რომ შეხვედრები კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. “ვოლტი” პროტესტის მონაწილეებს მოუწოდებს, დათანხმდნენ მათ მიერ შემოთავაზებულ ფორმატს და იურისტებთან ერთად საერთო მოთხოვნები განიხილონ.