ოფიციალური პირების ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, 46 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 84 000-ზე მეტი შენობა კი ძლიერად დაზიანდა, საჭიროებს სასწრაფო დანგრევას ან ჩამოინგრა. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40,642-ს შეადგენს, ხოლო სირიაში სტიქიას 5,800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა.