ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია ,,გრინსერვის +”-ის ხელმძღვანელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ყალბია. მისი თქმით, ბრალდების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ მიზნად ისახავს ბრალდებულების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და წარმოადგენს არგამოძიებული საქმის გადაფარვის მცდელობას. ადვოკატების მტკიცებით, 4 თვის გამოძიების განმავლობაში გამოძიებამ არ გამოუკითხავს შადრევნისთვის საჭირო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის არცერთი წარმომადგენელი. ადვოკატები გამორიცხავენ, რომ 2 სექტმებრს სამუშაოების შესრულების დროს ობიექტზე რაიმე დაზიანება მომხდარიყო.